საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქო

საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

„ღვთივ განისვენა საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელმა რუსუდან მაისურაძემ, ყველასათვის საყვარელმა ,,რუსიკო” - ,,რუსკამ.”

მან ცხოვრების დიდი ნაწილი ჩვენს წიაღში გაატარა და თავისი შრომისმოყვარეობით, სიკეთით, უშურველობით, მძიმე სიტუაციებშიც იუმორის გამორჩეული გრძნობით ადამიანებისთვის მხნეობა და სიხარული მოჰქონდა.

დიდია ჩვენი გულისტკივილი მასთან განშორების გამო. ღმერთმა ნათელში დააწესოს მისი უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ.

საქართველოს საპატრიარქოს დედათა მონასტერი. საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე ნახეთ:

„რა ბედნიერი დღეა“ - ნახეთ, რა ვიდეოს გვიზიარებს გიორგი ყიფშიძე

„გადამიღე, რა ილეთი გავაკეთოო...“ - ვრცელდება ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ბიჭის უკანასკნელი ვიდეო

როგორია მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმი ცისანა შარტავას განმარტება