დონალდ ტრამპი - რუსეთს ცოტა მეტი „კოზირი“ აქვს მოლაპარაკებებში, რადგან მან ბევრი ტერიტორია მიიტაცა
1740051585
იწყება 71-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში, 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
„რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.