პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, ხვალ, 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
„2023 წლის 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
ცნობილმა ბიზნესმენმა ორსულ პარტნიორს სცემა, შემდეგ კი თვითონ უჩივლა ძალადობისთვის - ბერძნული მედია