იტალიური მაფიის ბოსი თბილისში დააკავეს - რა კავშირშია იტალიაში ამოღებული 800 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი საქართველოსთან

დაკავება

მასშტაბური ნარკოტრეფიკი, მკვლელობები, ორგანიზებული თაღლითობა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრება - ეს იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კრიმინალურ ორგანიზაცია "ნგრადენტას" სახელს უკავშირდება. ყველაზე გავლენიანი იტალიური მაფიის ლიდერი, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისში, სპეცოპერაციით აიყვანეს.

67 წლის ჯუზეპე სგანგა ახლა საექსტრადიციო პატიმრობაშია. სავარაუდოდ, კრიმინალური წარსულის დაფარვის მიზნით, იტალიელი მაფიოზი თბილისში კონსპირაციულად გადაადგილდებოდა. უცნობია, როდის ჩამოვიდა ის საქართველოში, თუმცა მისი დაკავება წინ უსწრებდა იტალიაში გახმაურებული ნარკოტრეფიკის გამოვლენას.

ბანანის ყუთებში დამალული 800 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი იტალიის პოლიციამ აღმოაჩინა. მედიის ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკები ჯერ ბათუმის პორტში, შემდეგ კი სომხეთში უნდა შესულიყო. მაფიის ეს მრავალმილიონიანი გეგმა ჩაიშალა. ნარკოტიკების ტრანზიტის უკან კი ოფიციალურად დასახელდა ორგანიზაცია "ნგრადენტა," რომლის ერთ-ერთი ბოსი თბილისში დააკავეს. სწორედ ნარკოტიკების კონტრაბანდაა ერთ-ერთი ის ბრალდება, რომელიც ჯუზეპე სგანგას აქვს წარდგენილი.

ვრცლად, ნახეთ „კურიერის“ სიუჟეტი:

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შეუდარებელი ხარ!“ - ნინი ბრეგვაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ამერიკული The Voice-ის „რინგზე“

VIDEO: „ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევს, ეს ემოციები უნდა გამეზიარებინა...“ - თი მაჭავარიანი კადრებს აქვეყნებს

ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაშავდნენ ბავშვებიც - უმძიმესი ავარიის დეტალები