„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
25 ოქტომბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საზეიმო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება.
„ამა წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღასრულებს საყოველთაო ნათლობას.
ნათლობის მსურველები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში უნდა მობრძანდნენ 12:00 საათზე. 16:00 საათზე მისი უწმინდესობა დალოცავს ახლად ნათელღებულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.