„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ მამის ოჯახზე და მათთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ვკითხე ვინ იყო მამაჩემი და მითხრა აი რომ გეფერება ხოლმეო, ავთანდილ ვერულეიშვილიაო. აი რომ იტყვიან „ნებრაჩნა სინ“. შემდეგ ისე დავახლოვდით, ჩემი ძმის დედას დავუახლოვდი და უფრო იცოდა ჩემი ჩუმი ამბები ვიდრე დედაჩემმა. თურმე ვხედავ და ვიცნობდი, ვიზუალურად ვიცნობდი მამაჩემს, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მამა იყო, ვიცნობდი გადასარევად.
ნელ-ნელა, რომ გავიცანი ძალიან კარგი ოჯახი აღმოჩნდა და განსაკუთრებით მამაჩემის მეუღლე, ანუ ჩემი ძმის დედა“, - ამბობს ზურა ყიფშიძე.
წამყვანის კითხვაზე, აპატია თუ არა მამას, ის რომ მის გარეშე იზრდებოდა მსახიობი ასე პასუხობს:
„მამა საპატიებელი რა სჭირდა? მე უკვე ყველაფერი ვიცოდი და ბუნებრივი რაღაც მოხდა. იქ უფრო რთულად იყო საქმე. ჩემი საპატიებელი არაფერი არ სჭირდა“.