პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდა ექიმი რადიოლოგი, სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ გუნდის წევრი ანი დაბრუნდაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას „ციტოს“ ექიმი, მაია ხუბუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საოცარი ადამიანი, გულისხმიერი ექიმი. დიდი გეგმებით და იმედებით. ვერ ვიჯერებ“, – წერს მაია ხუბუა.
ექიმი რადიოლოგი ანი დაბრუნდაშვილი სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ გუნდს 2022 წელს შეუერთდა.
2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტი დაამთავრა. 2021 წელს კი დაასრულა სწავლა რეზიდენტურაში ექიმი-რადიოლოგის სპეციალობით.
ანი დაბრუნდაშვილი ფლობდა ჯანდაცვის მაგისტრის დიპლომს და იყო ქართული და საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების წევრი.