1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, ფიტნეს ინსტრუქტორი ხატია დიაკონიძე მალე დედა გახდება. ის თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც თავისი ახალი მდგომარეობის გამო განსაკუთრებულ სიხარულს და ემოციას გამოხატავს.
წყვილმა რამდენიმე დღის წინ ბავშვის სქესიც გაიგო.
@khatiadiakonidze0 გავიგეთ სქესი❣️#babyloading #genderreveal #pregnant #pregnancyjourney #pregnanttiktok #pregnant🤰 #ქალურიბედნიერება #წარმატება #ბედნიერება #ტრენერიხატია #პოზიტივიყველას🤩🥰🥰 #სიყვარული #foryou #fypシ #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #მხიარული #baby #family #familytime #global ♬ Boy or Girl (Gender Reveal) - ET littles
ამჯერად, ხატიამ საკუთარი ემოციები „პრაიმტაიმს“ გაუზიარა.
ხატია დიაკონიძე: ორსულობის საკითხი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და დიდ ემოციებთან დაკავშირებული იყო. არასდროს მქონია განცდა, რომ ჩემთვის შვილის გაჩენა „უბრალოდ ორსულად დავრჩი და გავაჩინე“ უნდა ყოფილიყო. ზუსტად ვიცოდი, ეს ყოველთვის ძალიან დიდი ემოცია, დიდი სურვილი იქნებოდა და რაც მთავარია, ამისთვის შინაგანად უნდა ვყოფილიყავი მზად.
ახლა, 30 წლის ვარ და აქამდე არასდროს მიგრძნია, რომ ორსულობისთვის მზად ვიყავი, ამ ნაბიჯის გადადგმის ყოველთვის მეშინოდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი ბავშვის სწორად აღზრდა/გაზრდა, განვითარებას, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მე თავად არ ვიყავი სრულფასოვნად ჩამოყალიბებული.
22 წლის შემდეგ, არ ვიცი, რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მინდოდა და შინაგანადაც მზად ვიყავი. პერიოდი გამიზნულად არ ამირჩევია, ღმერთმა დაგვასაჩუქრა ამ ბედნიერებით და სამყაროს ძალიან მადლიერი ვარ.
- ყველა ვიდეოში საოცარ ემოციებს გამოხატავთ, რაც ბევრისთვის გადამდებია.
- ვერ აგიწერთ ეს რა ემოციებთან არის დაკავშირებული. ალბათ, ცხოვრებაში მქონია მცირე რაოდენობით დღეები, როდესაც უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი და ახლა ეს ის ბედნიერებაა ჩემთვის, რამაც იმ ყველას გადაუსვა ხაზი. რომ ვფიქრდები ხოლმე, წინ რა მელოდება, საერთოდ ვგიჟდები.
- ექოსკოპიაზე მისულებს, რამდენჯერმე „დაგემალათ“ და სქესი ვერ შეიტყვეთ. გოგო გეგონათ თუ ბიჭი?
- თავიდან ბიჭი მეგონა, შემდეგ გოგო. თუმცა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა,ვინც არ უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს, უკვე უზომოდ მიყვარს და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები.
- როგორ მიდის თქვენი ფეხმძიმობის პერიოდი, პრეტენზიული ხომ არ გახდით?
- პირველი ტრიმესტრი მქონდა საშინელი, იმდენად ცუდად ვიყავი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა იყო სასიამოვნო, რით ტკბებოდნენ ორსულობისას. საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ვერაფერს ვჭამდი, მატების ნაცვლად, კლებაში წავედი... ვიკეთებდი გადასხმებს, არც მეგონა, რომ თვალებიდან გამოვიხედებოდი. ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა, რომ მთელი 9 თვე ასე უნდა გამეტარებინა.
ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდა, ახლა სამსახურშიც გავედი და ყველაფერი სხვანაირად აღვიქვი, შევიცვალე და მივხვდი, სადაც ვარ და როგორც ვარ.
- თქვენი მეუღლის შესახებაც გვიამბეთ, როგორ ემზადება მომავალი მამიკო?
- ძალიან ბედნიერია, უხარია. ერთი სული აქვს, როდის შევეხებით და პირველად ხელში ავიყვანთ. ზუსტად ვიცი, რომ ყველა პროცესში ჩართული იქნება, ახლავე უკვე დალაგებული აქვს გეგმები, რომ პამპერსს გამოუცვლის, ჩააცმევს, გაასეირნებს, განაწილებული გვაქვს ყველაფერი და შეიძლება მერე ვიჩხუბოთ კიდეც (იცინის). დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მამა იქნება.
- და ბოლოს, როდისა შედგება მთავარი შეხვედრა?
- მთავარი შეხვედრა გაზაფხულისკენ იქნება. ერთი რამის თქმა მინდა, ვიცი, რომ ბევრი ქალი ამ ყველაფერს წლებია ნატრობს. სულ ვფიქრობ ამაზე, ყოველ დღე, წუთს, წამს, როცა მე ბედნიერი ვარ... ერთადერთი, რაც მინდა, სამყაროს და უფალს ვთხოვ, ყველა ქალს გამოაცდევინოს ის შეგრძნებები, რასაც ახლა მე განვიცდი.