„სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი“ - GWP განცხადებას ავრცელებს

gwp

GWP წყალმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების
აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

 ცნობისთვის, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან მიმდინარეობს.