„სამწუხაროა, მაგრამ ამას ველოდები...“ - რას ჰყვება „პრაიმტაიმთან“ ეზოთერიკოსი

გოგა მანია

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ საქართველოს შესახებ საუბრობს. 

„საქართველოზე მინდა ვთქვა, ის არეულობები რაც ხდება, ყველაფრის დალაგება მოხდება. ეს მოხდება აპრილის  მერე. სამწუხაროა, მაგრამ ერთ რაღაცას ველოდები საქართველოში... ეს ეხება ცხედრებს. იპოვიან დამარხულ, ჩაბეტონებულ ცხედრებს, რომელიც მკვლელობას ეხება. 

საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ტრანსფორმაცია გავლილი აქვს და საქართველო სიძლიერეში მოვა. ყველგან იქნება ომები, დაპირისპირებები, მაგრამ საქართველო იცილებს ყველანაირ დარტყმას“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.