„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
დაბრუნება დიდ სპორტში - სამწლიანი პაუზის შემდეგ ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ, ამჯერად შეერთებულ შტატებში მოიპოვა. ნიუ-იორკში „ბილ ფარელის" სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველი მძიმეწონოსანი, საქართველოს სახელით ტურნირის ჩემპიონი გახდა. პატარიძემ ფინალში ამერიკის დროშის ქვეშ მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს უშანსოდ მოუგო.
ქართველი მოჭიდავე ამერიკაში რამდენიმე თვეა ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს. სპორტსმენის მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესში გასამართი ოლიმპიადაა, რომლისთვისაც მზადება დაწყებული აქვს. ზვიად პატარიძე საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებში ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ფალავნად ითვლებოდა. ქართველთა შორის მას ყველაზე მეტჯერ - 6 ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და U23-ს შორის.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019