,,სამშობლომდე ცოცხალი ჩავიყვანოთ ორივე... გემუდარებით..." - იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს დახმარება სჭირდებათ

გერმანიის სასწრაფო

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის" (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იტალიაში, ორ ქართველ ემიგრანტს დახმარება სჭირდება.

,,ორ რამეს ვითხოვ საემიგრაციო! ამინ და უფალო უშველეს თქმა სიტუაციას წინ არ გასწევს... იტალიაში, ერთი ქალბატონი ტარანტოში გვყავს უმძიმეს მდგომარეობაში და სამი თვის სიცოცხლე დარჩაო, ექიმმა -  მეორე ნეაპოლში. ვიტყვი მწარედ, ქართველებისაგან განწირული, სამსახურის გულისთვის! ერთი ეკუთვნის რომის საკონსულოს, მეორე ბარს! საკონსულო რეანომობილის თანხას ვერ გადაიხდის.... გადასვენებაა უფასო! ეს უნდა ვიცოდეთ... მარტო საუბარი არ შველის... ანგარიში რომ დავდე, აბა გულახდილად დაწერეთ, 700 -ზე მეტმა ადამიანმა შეაფასა ლაიქით და 7 -მა თუ გადარიცხა თანხა? 

იცით, როგორი ერთობაა საჭირო? როგორც არასოდეს, რომ სამშობლომდე ცოცხალი ჩავიყვანოთ ორივე! მე რა შემიძლია მარტო? ვინმე, ვინმე გამომიგზავნე უფალო, სასწაულებრივად - ეს გავიფიქრე და ისევ დავდუმდი...

ერთ-ერთის შვილმა ოჯახს დააწერა ვყიდიო! ემიგრანტებო, დედის გადასაყვანად ყიდის და სამი შვილით ქირაში უნდა გავიდეს, რომ დედა ცოცხალი ჩაიყვანოს ბოლო წუთებამდე, სამშობლოში... მითხარით ვინმემ, რამე არ შეგვიძლია? სასწაული ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ? ხალხნო... შეგვიძლია! ხვალ ორივე ქალბატონზე დავწერ ცალ ცალკე... მათ ანგარიშებს დავდებ აქ! გადაამრავლეთ და ძალა აღმართს ხნავს... მე რაც შემიძლია, შემიძლია... თავს ზემოთ ძალა არაა. არადა, ვიღაცის სევდიანი თვალები გიყურებს და ეიმედები... მსოფლიოს ქართველ საემიგრაციოს ვთხოვ.... ტარანტოელი ქალბატონის შვილს სახლკარს ნუ გავაყიდინებთ! გემუდარებით... თითო 50 ევრო არ დაგვაქცევს! ნამდვილად არა... გთხოვთ!", - წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.

 

ასევე ნახეთ:

„აღარ გვყავს ჩვენი კეთილი ექიმი, ჯურხა“ - „მედიქლაბჯორჯია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ქმარს უთხრა, თავი დამანებეო და დაიღუპა..." - რას ჰყვება თვითმხილველი კასპში მომხდარ მკვლელობაზე

VIDEO: „მეუბნებიან, არ გინდა, შენი სიძე გავხდეო?!“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მარიკუნა მიქატაძის შვილი