თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1784662715
სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესში გერმანიის წვლილმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება მოიტანა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის თანდასწრებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამ წერტილი დაუსვა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს.
„სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესში გერმანიის წვლილმა, რისთვისაც მინდა, მადლიერება გამოვხატო, ხანგრძლივი წლების შემდეგ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება მოიტანა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამ, ისევე როგორც ვაშინგტონში ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ, წერტილი დაუსვა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის. მადლობა ამისთვის, ასევე მინდა, მოგიწვიოთ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.