წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1784660142
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მიეცემა.
„ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნთმა თავისი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის შესანიშნავი სამუშაო გასწია. მე ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება. იმედია, სხვა ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნთი ერთმანეთს დღეს თეთრ სახლში შეხვდნენ.