სამი შვილის დედას დახმარება სჭირდება

დახმარება

უსახსრობის გამო კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი უნივერსიტეტში სწავლის საფასურს ვერ იხდის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მისი დავალიანება 2500 ლარს შეადგენს. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს, მარტოხელა დედას, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი წარსულში ძალადობის მსხვერპლიც გახლდათ. მარტოხელა მრავალშვილიანი დედა გვიყვება, რომ ბაკალავრის დიპლომის უქონლობის შემთხვევაში, მან, შესაძლოა, ის სამსახურიც დაკარგოს, რომელიც მხოლოდ შვილების უზრუნველყოფისთვის ჰყოფნის.

„პრაიმტაიმი“ დედისა და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მათ იდენტიფიკაციას არ ახდენს.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მასთან დაახლოებული პირის ანგარიშზე ჩარიცხოთ: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000537392766

თიბისი ბანკი: GE73TB7668945064300007

მიმღები - თამარი ჯიბლაძე