სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა - თელავში, ავარიის დროს დაშავებული 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ბეგლარიშვილი

თვე-ნახევრის მანძილზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი, 28 წლის თელაველი სამხედრო გარდაიცვალა.
თელავის ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის თანამშრომელი ჯემალ ბეგლარიშვილი მძიმე ავარიის შემდეგ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში ხელოვნურად კომატოზური მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევის შემდეგ, სამხედროს დაემტვრა სახის ძვლები, მიღებული ტრავმის გამო, დაუზიანდა თავის ტვინი.
საზოგადოების ფინანსური დახმარებით, ჯემალ ბეგლარიშვილს ერთი კვირის წინ, რთული ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, 17 თებერვალს მოხდა.