„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, სამგზავრო ავტობუსში, 14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. მათგან ორი არასრულწლოვანია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 15 და 16 წლის მოზარდები, ხოლო 44 წლის ქალი მათთვის დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. ლონდონის პოლიციის ცნობით, სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.
საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, დაკავებები გამოძიებისთვის წინ გადადგმულია ნაბიჯია.
ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი ლონდონში, 7 იანვარს, სამგზავრო ავტობუსში, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.