სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი? - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1755322349
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ფული კანფეტივით დაურიგა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლა მხარეები ომის დასრულებასთან ახლოს არიან, და უკრაინა უნდა დათანხმდეს ამას.
„ვფიქრობ, ჩვენ [ომის დასრულებასთან] ძალიან ახლოს ვართ. უკრაინა უნდა დათანხმდეს. შესაძლოა, მათ თქვან „არა“, რადგან ბაიდენმა მათ ფული კანფეტივით დაურიგა. მათ ბევრი ფული ევროპამაც მისცა. იცით, ჩვენ მათ 350 მილიარდი დოლარი მივეცით. ევროპამ გაცილებით ნაკლები, მაგრამ მაინც დიდი თანხა მისცა, 100 მილიარდი დოლარი“, - თქვა ტრამპმა.