სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ

შსს

სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

იქ იმყოფება ასევე შს მინისტრი გეკა გელაძე, რომელმაც ასევე ადგილზე არსებული უსაფრთხოების ზომები პირადად გადაამოწმა.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოში რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის. ამასთან, მესამე დღეა, სამების საკათედრო ტაძარში, 24 საათიან რეჟიმში, მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი მიედინება, რომლებსაც პატრიარქთან საბოლოოდ გამომშვიდობება სურთ.