განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება - სავსეა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები. კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან. იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ვატიკანის დელეგაციასაც ელოდებიან.
22 მარტს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე, სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს, გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს, მისი ანდერძის თანახმად თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.