როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
დღეს, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს.
ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.