ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 7 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს. “ტელეგრამ“ არხზე აღმოჩენილი “დრაგშოპი“ და ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სქემა გაშიფრულია. სტუდენტობიდან ნარკოდილერებამდე - დეტალები პოლიციის ფაილების მეორე სერიაში.
კლუბში მეგობრებთან გართობის მიზნით, ერთხელ მიღებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, ახალგაზრდის, პირობითი სახელით გიორგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ნარკოდამოკიდებული სტუდენტის მთავარი საზრუნავი სწავლის ნაცვლად, აკრძალული ნივთიერების საყიდელი თანხის შეგროვება გახდა. ფულს ჯერ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან სესხულობდა, მოგვიანებით საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა დაიწყო, ბოლოს კი დილერს გაურიგდა და მცირე დოზის სანაცვლოდ, ნარკოტიკების გასაღებას დათანხმდა.
ერთ დროს წარმატებული სტუდენტი, რომელმაც ნარკოტიკების გამო სწავლა შეწყვიტა, პოლიციამ სწორედ ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავა.
პირობითმა მსჯავრმა არ იმოქმედა. გიორგიმ დანაშაულებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელა, თუმცა ახალი მეთოდით.
მალევე, ახალგაზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვები ჩართო, და საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის სქემად პირადად ხელმძღვანელობდა.
როგორ იქცა სტუდენტი ნარკორეალიზაციის ქსელის მთავარ ფიგურად და რა სქემით მუშაობდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? - გახმაურებული საქმის, უცნობი დეტალები პოლიციის ფაილებში.
ნარკოდანაშაულის გარდა, “რუსთავი2-ის“ მაყურებელი პოლიციის ფაილებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის, გაუხმაურებელ დეტალებს შეიტყობს.
გორში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით მძინარე მამა მოკლა, ცხედარი კვალის არევის მიზნით გადამალა და პოლიციაში ცრუ შეტყობინება დატოვა, თითქოს დაკარგულ მამას ეძებდა. როგორ ცდილობდა კვალის არევას დამნაშავე და როგორ გავიდნენ სამართალდამცველები მკვლელის კვალზე?