დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოფია კენჭიაშვილის პოსტს ეხმაურება და წერს:
„მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ).
ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო.
გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია.
არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს.
ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს", წერს კეკელიძე.