საკვები დანამატების მიღებასთან დაკავშირებით, ზაზა თელია საზოგადოებას მიმართავს

დანამატები

ზაზა თელია საზოგადოებას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ძვირფასო პაციენტებო, ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა, რთულია ერთი და იგივე ბევრჯერ გაიმეორო, ამიტომ ვიფიქრე ჯობია აქ დავწერო. თუ ექიმისგან რომელიმე ვიტამინის ან საკვები დანამატის ან ჰომეოპათიური საშუალების ან მცენარეული საშუალების მიღების აგიტაციას ან რეკომენდაციას მიიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს ადამიანი არგუმენტად რაიმე კვლევის დასკვნას მოიყვანს თუ არა, იცოდეთ რომ ეს ადამიანი ან ტენდენციურია ან უცოდინარი, რადგან EBM არ ესმის. ჯანმრთელობას გისურვებთ".