სახლის გაძარცვის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე მიმართვას ავრცელებს

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძის სახლის გაძარცვის შემდეგ, ფეხბურთელი მიმართვას ავრცელებს:

ცნობისთვის, ლიონთან ახლოს მდებარე კომუნა შალეში მიქაუტაძის სახლი პირველ გაძარცვეს, ძვირფასეულობა და ტყავის ნივთები მოიპარეს, ზარალი 150 000-200 000 ათასი ევროა. მანამდე,  „ლიონი’’ „ნიცასთან’’ მატჩს მართავდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ორი მძარცველი მიქაუტაძის სახლში შეიჭრა და სახლში ელოდებოდა. როცა ფეხბურთელი დაბრუნდა, მძარცველები მას დაემუქრნენ, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იძულებული იყო მათთვის ძვირად ღირებული ნივთები მიეცა.

სამართალდამცველებმა გამოძიება დღეს დილით დაიწყეს. ბოლო წლებში ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ეს პირველი შემთხვევაა არაა, 2022 წლის დეკემბერში ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს, როცა ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა. მძარცველებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.