პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2021 წლის 15 იანვარი. მარიამ ტატანაშვილი, მისი შეყვარებული და მათი დიდი ხნის მეგობარი ავტომობილით მიემართებიან... რამდენიმე წუთი და... შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 18 წლის მარიამის გადარჩენის იმედს ექიმები არ იძლეოდნენ... მოხდა სასწაული და გადარჩა.
რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ, შეყვარებულმა მიატოვა და იმ დიდი ხნის მეგობარმაც... იმ საბედისწერო დღის მომენტები ფრაგმენტებად, სიზმარივით მახსოვს.
ერთი წლის განმავლობაში 11 ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ არაერთია საჭირო...
,,4 წელი ანსამბლ „ერისიონში“ ვცეკვავდიო, 7 თვე სამეჯლისოზეც იარა. ამ ავარიამ კი სრულიად შემაძულა ცხოვრებაო', - ამბობს ,,გზასთან" ინტერვიუში მარიამ ტატანაშვილი.
ასე გამოიყურებოდა მარიამი ავარიამდე და მის შემდეგ.
ცოტა ხნის წინ ვიზაჟისტმა თათა მალუგინამ, მარიამს სიურპრიზი მოუწყო და მაკიაჟი გაუკეთა.
„პრაიმტაიმი“ თათას ესაუბრა, რომელმაც საკუთარი ემოციები ვერ დამალა...
„დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი 4 წლის განმავლობაში, რადგან არ მიმიღია ამდენი ემოცია ერთად. გავიცანი ყველაზე ძლიერი გოგო. ადამიანი, რომელმაც გადაიტანა უდიდესი ტრაგედია და არის ყველაზე პოზიტიური.
მინდოდა თქვენთვის და ზოგადად სამყაროსთვის დამენახებინა, რომ სახეზე რაიმე ჭრილობა არ ნიშნავს „სიმახინჯეს“ და არც ტრაგედიას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც თავიდან დაბადებას ნიშნავს და რაც მთავარია ამ ყველაფრის შეფერადება არც თუ ისე წარმოუდგენელია...
ორივემ ვისიამოვნეთ ამ პროცესით. ის ვერ ხედავს, თუმცა როდესაც მისთვის მაკიაჟის გაკეთება დავასრულე, დედამ, ძმამ და მეგობრებმა უთხრეს, როგორ ლამაზად გამოიყურებოდა.
შევთანხმდით, რომ ძალიან მალე შევასწავლი ამ პროფესიას, რადგან მას აქვს შანსი, რომ დაუბრუნდეს მხედველობა“, - ამბობს თათა მალუგინა.