„უდიდესი შეცდომაა ამ სიტყვების წარმოთქმა“ - ვრცელდება გოგა მანიას გაფრთხილება
1764529679
2025 წლის 1 დეკემბერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაბა ლაითურში, #1 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველმა მოინახულა ახლად გახსნილი ქალთა განყოფილება, ესაუბრა ქალ ბრალდებულებს, ასევე შეხვდა უვადოდ მსჯავრდებულებსა და სხვა პატიმრებს; გაეცნო პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობას და პატიმრებს მიაწოდა ინფორმაცია უფლებების ეფექტიანი რეალიზების მიზნით სახალხო დამცველის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა, შეხვდა დაწესებულების ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციას.
სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.