სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

 სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

2025 წლის 26 ნოემბერს სტრასბურგში მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო ფლაერტის შეხვდა.

ადამიანის უფლებათა კომისარი დეტალურად გაეცნო სახალხო დამცველის დამოკიდებულებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ; განიხილეს ასევე, მიმდინარე და ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საპარლამენტო ინიციატივა, რომლის ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად მუშაობს; ისაუბრეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა მდგომარეობაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის პირობებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.