“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და საინფორმაციო-ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ელგუჯა მეძმარიაშვილი, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს აკადემიის მიღწევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც განყოფილების წინაშე დგას.
1. ბატონო ელგუჯა, ფაქტობრივად ქვეყნის უმრავლესობა ინდუსტრიული და ციფრული ტექნოლოგიების დარგები თქვენი განყოფილების მოღვაწეობის სფეროა.
ამდენად მნიშვნელოვანია, როგორია ამ მიმართულებით, მიღწევები და პრობლემები, რაც განყოფილების წინაშე დგას.
- სამუშაო აქტუალურია, პრობლემატურია და ქვეყნის პერსპექტივისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, განყოფილება შერჩეულია იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა დარგი და ყველა დარგში გვყავდეს სპეციალისტი. გარდა ამისა, სპეციალისტები იყვნენ ძალიან მაღალი რანგის მეცნიერები და ინჟინრები. ჩვენი საინჟინრო დარგია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საინჟინრო ხელოვნებაში, თუ სად აქვეყნებს ადამიანი შრომებს, როგორია მისი რეიტინგი, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის, თუ რა გააკეთა ქვეყნისთვის და რა გაკეთდა არ მიმართულებით. განყოფილებაში ორი ძირითადი მიმართულებაა, ეს არის საინჟინრო ხელოვნება და მეორე საინფორმაციო ტექნოლოგიები.
ორივე საინჟინრო დარგია, მაგრამ ერთში უფრო მეტია ხელოვნება. მეორე, უფრო ანალიტიკურია და სულ სხვა მიმართულებებს მოიცავს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი დარგია გაერთიანებული. აქ არის გიროტექნიკური ნაგებობები, გიდროენერგეტიკა, გზები, ხიდები, სატრანსპორტო ინფრასტუქტურა, მშენებლობა, როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა, ბოლოს კოსმოსური ტექნიკაც აქ არის და სხვა მიმართულებებიც. ამ მიმართულებით, შესანიშნავი ადამიანები გვყავს, ესენი არიან, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, აკადემიკოსი თამარ შილაკაძე, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე, აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ ჩიხლაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რევაზ ქავთარაძე. ეს არის გუნდი, რომელიც სხვადასხვა სფეროს, მაგრამ ერთიანი სისტემით იმართება. წელს, ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და წლის განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება ამ მიმართულებით. ყველა მათგანს, აქვს ბევრი ნაშრომი გამოქვეყნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოგონებები, ჩვენს განყოფილებას აქვს გამოგონებები დაპატენტებული აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ეს დარგი დღითი დღე ვითარდება. აქ ძალიან ძნელია ყველა პრობლემატიკის მოცვა, მაგრამ უნდა გამოვყოთ საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით, განყოფილებაში ძალიან ძლიერი შემადგენლობაა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, აკადემიკოსი, ქართლოს ყაჭიაშვილი, აკადემიის წევრ კორესპონდენტი, გოგი გოგიჩაიშვილი, გარდა ამისა განყოფილებაში ჩვენ დაგვემატა ძალიან ძლიერი მათემატიკოსი, ელიზბარ ნადარაია. ეს გუნდი ძალიან შეკრული გუნდია და ყველა მიმართულებას, რისი შესაძლებლობაც აქვთ, ავითარებენ.
2. როგორია თქვენი მიდგომები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე არსებული პრობლემების მიმართ.
- ქვეყანაში და ზოგადად, პრობლემები ძალიან ბევრია, გამოვარჩევ, ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს, ეს უკავშირდება აკადემიის ავტორიტეტს. ბოლო პერიოდში, ეს ათწლეულია უკვე დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა ძლიერდება და ვითარდება. ტარდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ერთის მხრივ წარმოაჩენს აკადემიას, მეორეს მხრივ, აძლიერებს მის საგანმანათლებლო ეფექტს საზოგადოებაში. ამ მხრივ, მრავალი ღონისძიება შეიძლება დავასახელოთ, უნდა აღინიშნოს აკადემიის პრეზიდენტის, ბატონ როინ მეტრეველის განწყობა ამ მიმართულებით. ერთნიშნად მიუთითებს პოპულარიზაციას.
მეორე საკითხი არის, აკადემიის, როგორც ექსპერტის როლი სახელმწიფოსათვის. ეს ჩვენი ძირითადი ფუნქციაა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. უკვე იზრდება ექსპერტების რაოდენობა.
3. რა არის მთავარი საინჟინრო დარგში მოღვაწე მეცნიერებისთვის.
- საინჟინრო დარგში მოღვაწე მეცნიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო ნაშრომების დაფიქსირებას. მონაწილეობას კონფერენციებში. ყველაფერი ეს უნდა ემსახურებოდეს პირველად საქმეს, კონკრეტიკას. პირველადი არის, თუ რა გაკეთდა.
4. თქვენ საქართველოში ფაქტობრივად დააარსეთ კოსმოსური ტექნიკის და საინჟინრო სამეცნიერო დარგი რამდენად აქტუალურია ისინი საქართველოში.
- დავიწყოთ სამხედრო საინჟინრო დარგიდან, ეს დარგი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვა, წარმოუდგენელია სამხედრო საინჟინრო დარგის გარეშე, რომელიც გულისხმობს, ქვეყნის ტერიტორიის საინჟინრო მოწყობას თავდაცვისათვის და საინჟინრო სამხედრო ინფრასტრუქტურის გამართვას. საერთოდ, საქართველოში მოხდა წყვეტა, დამოუკიდებელი სამხედრო მეცნიერების განვითარების, რუსეთის იმპერიამ ყველაფერი შთანთქა, საქართველოს საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ეს თითქოს წარსულს ჩაბარდა, თუმცა, როდესაც დადგა დრო, რომ ჩვენვე უნდა დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფო, ამ დარგის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია. სამხედრო-საინჟინრო დარგი, არის სინთეზი, სამხედრო ხელოვნებასა და სამოქალაქო ხელოვნებას შორის. ამიტომ, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, სამოქალაქო ხელოვნებაც და საინჟინრო ხელოვნებაც მოისუსტებს, თუ ძლიერი სამხედრო-საინჟინრო დარგი არ არის, და პიქირით, სამხედრო საინჟინრო საქმე მოისუსტებს, თუ საინჟინრო სფერო არ ეხმარება მას. ამიტომ არის გამოწვეული, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას, პირველ რიგში, ძირითადი განათლება სამოქალაქოში აქვთ მიღებული, ხდებიან ინჟინრები და შემდეგ ეუფლებიან სამხედრო ხელოვნებას. საჭირო იყო, აი ამ სამეცნიერო დარგის განვითარება. 1995 წელს, შეიქმნა პირველი სამხედრო საინჟინრო ცენტრი ჩვენთან ინსტიტუტში, შემდეგ შეიქმნა საქართველოს სამხედრო საინჟინრო აკადემია, რომლის პრეზიდენტიც მე გახლდით და იქ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები გადიოდნენ ქართულ სწავლებას.
ჩვენ პირველად საქართველოში ჩამოვაყალიბეთ, სამხედრო საინჟინრო დარგში, სამხედრო დოქტორანტურის პროგრამა. უკვე თითქმის 20-ია სამხედრო მეცნიერებათა დოქტორები, არიან რა თქმა უნდა ისეთებიც, რომლებმაც სხვა დარგში გააგრძელეს, მაგრამ ძირითადად 14 ადამიანი, ისევ აგრძელებს დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას.
დავწერე სახელმძღვანელო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა გამოყენებული, შემდეგ, დავწერე სამხედრო საინჟინრო დოქტორის საფუძვლები, რომელმაც, მიიღო გიორგი ნიკოლაძის მეცნიერებათა აკადემიის პრემია და კოლექტივმა შევქმენით, პირველი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი, გრანტი ავიღეთ ამასთან დაკავშირებით. ეს წიგნი თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებით, დღეს აღიარებულია, ძირითად გამოყენებით საშუალებად. გავაკეთეთ სამხედრო საინჟინრო ობიექტების კატალოგები და ბოლოს, სამხედრო ტექნიკაც გავაკეთეთ (გასაშლელ-დასაკეცი ხიდი 48 მეტრის) ის გამოიყენებოდა თავდაცვის მანევრებში. აი ასე ვითარდება ეს დარგი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კოსმოსს... - ეს დარგი საქართველოში 1980 წლიდან დაიწყო. ამ დროს ჩამოვიდნენ ცნობილი ფირმების წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩაუვარდათ მათ, ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, იმ პერიოდში, ამერიკა და საბჭოთა კავშირი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის შესახებ. სადაც საჭირო იყო დიდი დაკვირვების ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში, რეფლექტური რაკეტები, რომლებიც დაკეცილ მდგომარეობაში კომფაქტურად გადის და იქ უნდა გაიშალოს 30 მეტრზე. ეს სამუშაო, ერთ-ერთ ორგანიზაციაში დავალებული ჰქონდათ, 40 მილიონი დაიხარჯა, თუმცა ვერაფერი ვერ გააკეთეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი კაცი, ახალი იდეებით მოეძებნათ და ჩამოვიდნენ... მიმართეს აკადემიკოსს თემურ ლოლაძეს, მან მე დამიძახა, მოხსენება გამაკეთებინეს, გასაშლელ ხიდებთან დაკავშირებით და მომცეს დავალება, რომ ჩავსულიყავი და შემექმნა 30 მეტრიანი სისტემა. მე 19 ვარიანტი მოვამზადე, წავედი და გავაკეთე. ყველას ძალიან მოეწონა და დავუდე ხელშეკრულება საქართველოს. აი ასე დაიწყო საქართველოში ამ დარგის შექმნა, მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობამ დასვა საკითხი. ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ ამ დარგის განსავითარებლად. შეიქმნა საგურამო კომპლექსი და დავიწყეთ იქ შექმნა. ძალიან ბევრი დავალება შესრულდა, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირობები წავიდა და ეს გრიფით საიდუმლო იყო, რაც გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდა უცხოეთთან ურთიერთობაში. უცებ პრესაში დაიწერა, რომ რუსეთი, ჩვენი ანტენებით ცდილობს მოიზიდოს ნასას და ევროპული კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები და იქ ჟურნალისტები წერენ, რომ რაც ნახეს, ეს იყო რუსული საოცრება. არადა ეს ის ტექნოლოგიაა, რომელიც აგერ საგურამოშია. მე, ეს ყველაფერი გავაპროტესტე და ამაზე წიგნი დავწერე. ზუსტად 1 წლის შემდეგ, მოხდა შემოტრიალება და ჩამოვიდა გერმანელი დელეგაცია და დადო პირველი ხელშეკრულება და დაიწყო ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა. შემდეგ იყო, ალენია იტალიური კომპანია, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი. ახლა ამ მომენტში, არის ამერიკული კომპანია.
რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსთვის ამას - სარგებელი ის არის, რომ ევროპაში გზამკვლევია შექმნილი ევროპული კოსმოსური სააგენტოსი და თუ ვინმეს, რამის გაკეთება უნდა აქ ჩაიხედავს. იქ წერია, რომ კოსმოსური აპარატების მექანიზმებს აკეთებს, შვეიცარიული კომპანია. გასაშლელ რეფლექტორებს აკეთებს საქართველო. აი ასე გაწერილია მთელი სამუშაო. აი ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი. აი ამ დარგში, ჩვენ ვართ აღიარებული. დღეს, ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი გვყავს საქართველოში. ამდენად ძალიან ბევრი თანამშრომელი გვყავს ახლა, რომლების სხვადასხვა ადგილას მუშაობენ.
5. რას იტყვით პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შესახებ როგორც მისი გენერალური კონსტრუქტორი.
მე კოსმოსში განხორციელებული მაქვს, დაახლოებით ოთხი ექსპერიმენტი. ჩამოდის საქართველოში ფირმა, რომელიც გვეუბნება, რომ 50-50-ზე დავაფუძნოთ ფირმა, სადაც თქვენ გააკეთებთ რეფლექტორს, თქვენ გამოცდით ყველაფერს, ჩვენ გადმოგვცემთ და გავშლით კოსმოსში, ეს იყო ძალიან კარგი წინადადება, რომელსაც დავთანხმდით. გაშვების წინა დღეს, მე ვიყავი ტელევიზიაში და ვთქვი, რომ ყველაფერს წარმატებით ჩავატარებდით. ექსპერიმენტი თბილისიდან იმართებოდა. ეს იყო უდიდესი მოვლენა, მე გავედი პირდაპირ ეთერში და განვაცხადე, რომ დღეს ორბიტაზეა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. კონსტრუქცია გაიშალა იდეალურად. 27 ქვეყანაში გადიოდა პირდაპირ ეს ყველაფერი. ამას აქ ორი მნიშვნელობა ჰქონდა. დღესდღეობით ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ ვერ მიაღწია იმას, რომ ორბიტაზე გაეშვა ჩვენი გაშვებული ზომის კონსტუქცია, რომელიც წარმატებით გაიშლებოდა, 25 წელი გავიდა მას შემდეგ. 1999 წლის 23 ივლისს, ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, ეს იყო მნიშვნელოვანი.