ხმის მიცემის პროცედურაში სიახლეა

ნკ

დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ეს პირველი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება. არჩევნებზე, წელს პირველად დაინერგება ე.წ. ჭრილის საფარიც.

უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სასურველი სუბიექტის ან კანდიდატის მონიშვნის შემდეგ, გაფერადებული ბიულეტენი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით, ხმის მთვლელ აპარატში, სწორედ ჭრილის საფარის ქვეშ უნდა მოათავსოს.