საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში მოკლულ, 26 წლის ქალის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში მოკლულ, 26 წლის ქალის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში დაიწყება შესაბამისი პროცედურები. საგამოძიებო სამუშაოების გათვალისწინებით, პირველივე შესაძლებლობაზე მოხდება გადმოსვენება.“ - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 26 წლის ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარი ემიგრაციაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. ქალის ქმარი თბილისელია.

მათ სამი შვილი ჰყავთ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია.