საგამოცდო საგნები, რომლებშიც ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო

გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს, 17 საგამოცდო საგნიდან 7-ში ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ იმ საგნების ჩამონათვალს, რომლებშიც 2026 წლის მისაღებ გამოცდებზე არცერთი მაქსიმალური ქულა არ დაწერილა:

გეოგრაფია (მაქს. ქულა 59)
არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელსაც ასეთი ვითარება იყო).
საუკეთესო შედეგი – 55 ქულა კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აჩვენა.

ლიტერატურა (მაქს. ქულა 70)
არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელსაც ასეთი ვითარება იყო).
საუკეთესო შედეგი – 69 ქულა კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აჩვენა.

ფრანგული ენა (მაქს. ქულა 70)
არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელს აიღო ერთმა აბიტურიენტმა).
საუკეთესო შედეგი – 67 ქულა ორმა აბიტურიენტმა აჩვენა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მაქს. ქულა 70)
არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელსაც ასეთი ვითარება იყო).
საუკეთესო შედეგი – 63 ქულა ორმა აბიტურიენტმა აჩვენა.

ოსური ენა (მაქს. ქულა 60)
არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელსაც ასეთი ვითარება იყო).
საუკეთესო შედეგი – 50 ქულა კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აჩვენა.

ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) (მაქს. ქულა 80)
არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელსაც ასეთი ვითარება იყო).
საუკეთესო შედეგი – 71 ქულა სამმა აბიტურიენტმა აჩვენა.

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) (მაქს. ქულა 80)არ მოუპოვებია არცერთ აბიტურიენტს (გასულ წელსაც ასეთი ვითარება იყო).საუკეთესო შედეგი – 75 ქულა კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აჩვენა.