„რომ არა ისინი, ყველანი დავიღუპებოდით...“ - გადარჩენილი მგზავრი ავიაკატასტროფის დეტალებს იხსენებს
1735132964
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებსა და მოხუცებს მიულოცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებთან ერთად, ცენტრში მყოფი ბენეფიციარები მოინახულეს, საახალწლო ნობათი და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.
სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ყოველი წლის ბოლოს, საგამოძიებო სამსახური საქველმოქმედო აქციას ახორციელებს, რომელშიც სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.