მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის და ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაცნობითი და საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ, პირველი შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა სტუდენტებს გააცნო საგამოძიებო სამსახურის მანდატი და სპეციფიკა.
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ მიმოიხილა საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის ძირითადი ასპექტები. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დანერგვის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის გუნდს 200-ზე მეტი ახალგაზრდა შეუერთდა.