პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმმა“ ეზოთერიკოსი გოგა მანია, ექსკლუზიურად ჩაწერა. მან, ჩვენთან საუბარში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, თუმცა, ალბათ, ყველას დაგაინტერესებთ, თავიდან როგორ აღმოაჩინა, რომ ზებუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული.
როდის აღმოაჩინეთ, რომ ეს ნიჭი გქონდათ?
ეს იყო 6 წლის ასაკში და განსაკუთრებით მშობლის გარდაცვალების შემდეგ გამძაფრდა. ღრმა სოფლებში, ამას ბატონებს ეძახიან და მე მქონდა ბატონები, რასაც საშველი ვერ მოეძებნა. 17-18 წლის ასაკიდან, უკვე ძალიან კარგად ვიცოდი, რასთან მქონდა შეხება, თუმცა ჩემთვის რთული იყო ამ ყველაფრის მიღება.
ხშირად საუბრობენ თქვენს პროფესიებზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
- იმისათვის, რომ ამ საქმეს გავქცეოდი, რასაც ახლა ვემსახურები, დავეუფლე ძალიან ბევრ პროფესიას, თუმცა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ და რასაც არ უნდა გავექცეთ, საბოლოოდ, ზუსტად იმას ვიღებთ, რასაც სამყარო გვარგუნებს.
სენსაციური მიღწევა მედიცინაში და ჩანაწერები გოგა მანიას წინასწარმეტყველებიდან
ერთდერთი ქართველი ხართ, ვინც არის დაკავებული ეგზორციზმით? რამდენად რთულია ამ ძალებთან შეჭიდება?
- ეგზორციზმი, ეს არის ეშმაკისეულით შეპყრობა, სხვადასხვა დაბალი ვიბრაციებით, წარსულის ვალდებულებებით და ნუსხის დაზიანებით. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ჩემთვის, რადგან, ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ძალიან მიჭირს ძალების აღდგენა, ყველანაირი ენერგია მერთმევა. თუმცა, ვიბადები თავიდან, ისევ ადამიანების იმედით და მათი გადარჩენის სურვილით.
ბევრ ადამიანს ეხმარებით, თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანი სერიოზული საფრთხისგან დაგიცავთ?
- ვეხმარები უამრავ ადამიანს და ვკურნავ მათ სულიერად, ასევე მათ ვუგვარებ სხვადასხვა სახის პრობლემებს როგორიცაა, მაგალითად ჯადო, მაგია და სხვადასხვა სახის დამოკიდებულებები. ვცდილობ ვაპოვნინო ცხოვრების სწორი გზა. მქონია ხილვა, დამირეკავს მისთვის და მითქვამს, რომ გაჩერებულიყო, ნამდვილად ვიცოდი, რომ ის იყო საჭესთან და გაჩერების მიზეზი იყო, რომ ის მეხსნა სიკვდილისგან.
როგორ იგრძენით, რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი საფრთხის წინაშე?
- მოგეხსენებათ, მე ვარ ეზოთერიკოსი და ჩემთვის ნორმალურია, მქონდეს ხილვები, ამათუ იმ ადამიანზე და არამარტო. ეს იყო, კონსულტაციის დროს, როდესაც გამოვრთე ტელეფონი. მქონდა ხილვა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მას ელოდა საფრთხე. დავუკავშირდი, რომ ის ამერიდებინა საფრთხისგან.
რამდენად ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები?
- იმდენად ხშირად, რომ ეს ერთგვარი ვალდებულება გახდა.
ხშირად დადიხართ მშობლის სასაფლაოზე, რა განცდებთან ასოცირდება ეს თქვენთვის?
- სასაფლაო, ჩემთვის არის წმინდა ადგილი და არის მეორე სალოცავი. ცოცხალი და გარდაცვლილიც, აუცილებლად უნდა დავაფასოთ მშობლები. ეს უმთავრესია. მივდივარ დედის საფლავზე, ვესაუბრები, როგორც ცოცხალ ადამიანს და მას სრულიად ვგრძნობ, ეს ყველა შვილის ვალდებულებაა.
2023 წელს, შოვის მსგავსი ტრაგედია იწინასწარმეტყველეთ და საფრენი აპარატის... საიდან მოდის ეს ყველაფერი?
- ეს არის ნიჭი, რომელიც ვფიქრობ, რომ სამყაროსგან მერგო. ამ ყველაფერს როდესაც ვხედავ, ეს უდიდეს განცდებთან ასოცირდება. შოვის მსგავს ტრაგედიასთან დაკავშირებით ხილვა ღამის საათებში მქონდა. ეს ჩემთვის, უდიდეს ტრაგედიასთან ასოცირდება.
გაქვთ ისეთი ხილვა, რომელიც არ გამოგაქვთ საჯაროდ?
- რა თქმა უნდა. ასეთი ძალიან ბევრია. საზოგადოება, ამ ყველაფერს რთულად იღებს და შესაბამისად ვცდილობ, ყველაფერი არ გავახმოვანო.
რთული იყო თქვენთან დაკავშირება, თქვენი განრიგიდან გამომდინარე, ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ?
- ძალიან რთული და გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები. არ არსებობს ცხოვრებაში სირთულეები.
ასევე ნახეთ:
სენსაციური მიღწევა მედიცინაში - ექიმებმა ბოლომდე განკურნეს კიბოთი და შიდსით მომაკვდავი ადამიანი
“იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ…”– გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება