სად როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„თბილისში 3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი)  3 ნოემბერს  გაწვიმდება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 3 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურაც  დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი)  3 ნოემბერს  გაწვიმდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო)  3 ნოემბერს ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7-8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) , 3-4 ნოემბერს  ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 4 ნოემბერს  ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური)  3-4 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო)  3-4 ნოემბერს ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.