დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი- „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ დღეს მუნიციპალიტეტი 100 პროცენტით არის გაზიფიცირებული. ყველა სოფელთან თანამედროვე, ევროპული სტანდარის დამაკავშირებელი გზა გვაქვს-ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს

ნიკოლოზ ჯანიაშვილი

„8 სოფელი იყო გაზის გარეშე დარჩენილი და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ დაიხარჯა 12 მილიონი და დღეს მუნიციპალიტეტი 100 პროცენტით არის გაზიფიცირებული“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ ჯანიაშვილი გეგმავს, რომ სამომავლოდ რაც შეიძლება მეტი მწვანე ტექნოლოგიები დანერგონ და მეტი სპორტული ობიექტები შემატონ დედოფლისწყაროს. ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მათ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირსება მოქალაქეებზე ზრუნვაა.

„8 სოფელი იყო გაზის გარეშე დარჩენილი და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ დაიხარჯა 12 მილიონი და დღეს მუნიციპალიტეტი 100 პროცენტით არის გაზიფიცირებული. არათუ თბილისთან დამაკავშირებელი გზა, არამედ ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარის გზა გვაქვს. ქალაქ დედოფლისწყაროში, სოფელ სამრეკლოში, ხორნაბუჯში და ჭოეთში, მუნიციპალური ავტობუსები გადის, რომელმაც საერთოდ სხვა ელფერი შესძინა ჩვენს ქალაქს. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ღირსება არის, ზრუნვა მოქალაქეზე“.-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.             Написать в ოცნება - პრაიმ თაიმი