„სად მიდის ჩვენი შტატი ჯორჯია, რა დავაკელით, რა უნდა ევროპაშიო?“ - ნათია ფანჯიკიძის პოსტმა უცხოელებში გაუგებრობა გამოიწვია

ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იზიარებს, სადაც წერია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადს აქვეყნებს.

ნიუს-ის კომენტარებში ბევრი უცხოელი აღშფოთდა, რადგან ჰგონიათ, რომ ევროკავშირში გაწევრბისთვის  განაცხადს აშშ-ს  ერთ-ერთი შტატი - Georgia აკეთებს. 

„არიქა, სახელი თუ არ გადავირქვით, ნახევარი ამერიკა ნერვიულობს, სად მიდის ჩვენი გადასარევი შტატი ჯორჯია, რა დავაკელით, რა უნდა ევროპაშიო? ბარემ ფლორიდაც ევროპაში წავიდესო, ეს რა პონტიაო? შიდა კონფლიქტი გამოვიწვიეთ ფაქტობრივად. შეიძლება მთავრობა გადააყენონ ჩვენს სახელზე. 2008-ში მახსოვს, რომ გამოაცხადეს რუსეთის ჯარი ჯორჯიაში შეიჭრაო, ბუშის საწინააღმდეგო მიტინგი გამართეს, ტრანსპარანტებით - „ბუშო, გძინავს შეჩემა?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.