საჭიროა თუ არა, რომ ყოველთვის რაღაცას ვუსმენდეთ საქმის კეთების დროს

მუსიკის მოსმენა

დღესდღეობით ბევრი რამე გვიფანტავს ყურადღებას. ხანდახან როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, პარალელურად ჩართული გვაქვს მუსიკა, ტელევიზორი ან რამე ვიდეო. იმის მიუხედავად, რომ ვიღაცები ამით სიამოვნებას იღებენ, არსებობენ ადამიანები ვისაც დამატებითი ხმაური ყურადღებას უფანტავს.

თქვენი ყურადღება ბევრად შეზღუდულია ვიდრე გგონიათ

იმის და მიუხედავად, რომ შეიძლება ჩვენი კონცენტრაციის უნარი უფრო ძლიერი გვეგონოს, არ არის ასე. უმეტესად ჩვენ მხოლოდ ერთ საქმეზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. სწორედ ჩვენი სრული ყურადღება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავი გავართვათ ნებისმიერ საქმეს და თან ვისიამოვნოთ. უსიამოვნო საქმეც შეიძლება უფრო სახალისო იყოს როდესაც ყურადღება არ გვეფანტება და ვკონცენტრირდებით. აწმყოში ყოფნა, არის ის რაც გვეხმარება ნაკლები ვინერვიულოთ წარსულზე ან მომავალზე. იცოდეთ, რომ თქვენი ყურადღება შეზღუდულია და ძნელია მისი ბევრ საქმეზე განაწილება.

ერთდროულად ბევრი რამის კეთება არაა ეფექტური

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებამ შეიძლება პროდუქტიულად გვაგრძნობინოს თავი მაგრამ ესე არაა. პირიქით, ასე მუშაობა ჩვენი შესრულებული საქმის ხარისხს აუარესებს. საქმის პარალელურად მუსიკის მოსმენა და ფილმის დიდად არ ითვლება როგორც „მულტიტასკინგად“, მაგრამ ნამდვილად შეუძლია ხელი შეგვიშალოს. ყველაზე მზაკვრული რამ, რაც ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებისას გვემართება, არის ის, რომ ვერც კი ვხვდებით, რამდენად ცუდი ეფექტი აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

დამატებითმა ხმამ შეიძლება გაგვიადვილოს კონკრეტული საქმის გაკეთება, მაგრამ ხანდახან, ის ხელს გვიშლის. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ტვინს და გონებას მივცეთ უფლება გაიაზროს ფიქრები და კონცენტრირდეს მოცემულ დავალებაზე. 

ასევე ნახეთ: 

„ვალერი მელაძის ყველა კონცერტი გაუქმდა... შოთა უგონო მდგომარეობაშია...“ - რას წერს ქსენია სობჩაკი

გარდაცვლილი მომღერლის, ნიკა გაგნიᲫის შვილს, საზოგადოების დახმარება სჭირდება - „ყოველი დღე გადამწყვეტია“

თბილისის ამ ქუჩებს წყალი არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის გრაფიკი