სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
საბრძოლო მისიის შესრულების დროს უკრაინის არმიის „ეფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 16 მაისს, 03:30 საათზე სამხედრო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა. უკრაინის არმიის ავიაგამანადგურებელი რუსეთის საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად ასრულებდა მისიას.
უკრაინული მედიის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, მფრინავმა სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა საავიაციო ქვემეხის გამოყენებით, თუმცა ბორტზე უჩვეულო სიტუაცია შეიქმნა. მფრინავმა საჰაერო ხომალდი დასახლებული ზონიდან მოშორებით გაიყვანა და წარმატებით კატაპულტირდა.
უკრაინის საჰაერო ძალებში ასევე განაცხადეს, რომ გამანადგურებლის მფრინავი კარგად იყო. სამძებრო-სამაშველო ჯგუფის სწრაფი მუშაობის წყალობით იგი სწრაფად იპოვეს და გამოიყვანეს. საჰაერო ძალების ცნობით, ყველა გარემოების ობიექტურად გასარკვევად კომისია შეიქმნა და მუშაობა უკვე დაწყებულია.