„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიკოთზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები დასრულდა.
„რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.