საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში „ქართული ხმები“ და ჯგუფი „რეგიონი“ იმღერებენ 

ნაძვის ხე

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში ,,ქართული ხმები" და ჯგუფი ,,რეგიონი" იმღერებენ 

რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 იანვარს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს.

მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდება.

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები" და ჯგუფი ,,რეგიონი" იმღერებენ.

6 იანვარს, რუსთავის  ,,საახალწლო სოფელი", სტუმრებს  საბავშვო- გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების  მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15.00. საათიდან უმასპინძლებს.

სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით 

განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და  შიდასაუბნო  სივრცეებიც. 

დღეს საღამოს  ,,საახალწლო ზღაპრით" ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18.00. საათზე დაიწყება.

18.00 საათიდანვე ცოცხალი მისიკით სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი ,,საახალწლო სიფელიც" ელოდება.

დღესვე,  20.00. საათზე,  რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.