მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ. მოგვიანებით პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.