„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
უეფა-ს სუპერთასის მოგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ტოტენჰემმა“ ტიტულის მოგება დაიმსახურა, ინგლისური გუნდი მატჩის 80 წუთის მანძილზე უკეთესი იყო და პარიზელებს მცირედით გაუმართლათ.
„არ ვფიქრობ, რომ ამ თასს ვიმსახურებთ. აშკარად ჩანდა სხვაობა ისეთ გუნდს შორის, როგორიცაა „ტოტენჰემი“, რომელიც უკვე ექვსი კვირაა ვარჯიშობს და ჩვენ შორის, რომელსაც მოსამზადებლად მხოლოდ ექვსი დღე ჰქონდა. 80 წუთის განმავლობაში ეს სხვაობა ძალიან დიდი იყო.
ვცადეთ, ჩვენი სტილით გვეთამაშა, მაგრამ მუდმივად არაზუსტ პასებს ვაკეთებდით. გაგვიმართლა, ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და პენალტებამდე მივედით.
აი, ასეთია ფეხბურთი. ძალიან მიხარია ჩვენი გულშემატკივრების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, მღერიან და გუნდს მხარს უჭერენ. როცა ვაგებდით, მაშინაც კი, ისინი არ გაჩერებულან“, – აღნიშნა ენრიკემ.