1745299467
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.
ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსულმა მხარემ მანდარინის იმპორტი, ოკუპირებული აფხაზეთიდან, სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით აკრძალა.
რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.