კომაროვის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1757355075
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს და მთავრობის მიერ, წლის დასაწყისში დაანონსებულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო:
„რთველი მიმდინარეობს აქტიურად. უფრო მეტი მოსავლის ოდენობა არის მაღალკონდიციური ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულმა პოლიტიკამ, რომელიც წლის დასაწყისში იყო, შედეგი გამოიღო.
შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად იქნება გაკეთებული. ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.