როცა წამოვიზარდე სულ მინდოდა მამის ნახვა, სამწუხაროდ, გარდაცვლილიც ვერ ვნახე... - თამუნა ამონაშვილი პირად ტრაგედიაზე

ამონაშვილი

“ისე მოხდა მამა გარდაცვლილიც ვერ ვნახე” - მომღერალი თამუნა ამონაშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მეუღლის რეზიკო არჩვაძის და მამის შესახებ ისაუბრა.

რეზიკოს და თამუნას შორის ასაკობრივი სხვაობაა, რასაც საზოგადოებაში წლების წინ არაერთხელ მოჰყვა განხილვა.

„ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ჩვენს დაქორწინებას. დღეს და მაშინაც სულ მეგონა, რეზიკო უფრო დიდი იყო ვიდრე მე. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 8 წელი არის. დღემდე 30-25 წლის შინაგანი განწყობა მაქვს. ლალი ტოტიკაშვილმა გაგვაცნო ერთმანეთი, რეზიკო იყო ჩვენი კლიპის რეჟისორი. შემდეგ მე ამერიკაში წავედი, რაღაც პერიოდი გავიდა და რომ მივხვდი ეს ადამიანი ჯარისკაცივით მედგა გვერდით, გადავწყვიტე ეს ადამიანი ალბათ გამომადგება-მეთქი. სანამ გავყვებოდი, მქონდა გრძნობები, მაგრამ თანაცხოვრების დროს სხვა ფლუიდები ჩნდება სიყვარულის. 22 წელია ერთად ვართ და მადლობა უფალს რომ ეს შემაძლებინა. იყო გაბრაზებები, მე თბილისში ვიყავი, რეზიკო მოსკოვში, მაგრამ სიყვარულმა შემაძლებინა”- განაცხადა მომღერალმა.

თამუნა ამონაშვილმა გადაცემაში მისი დიდი ტრაგედიის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისი მშობლები მალე დაშორდნენ და მამა გარდაცვლილიც ვერ ნახა. 

 - ⁠მამა და დედა ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. ფანტასტიკურად უკრავდა, სულ ეპატიჟებოდნენ და სულ სვამდა. ამან დაუზიანა ორგანიზმი. დედა ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ ჩემებისგან ვიცი, რომ ამიტომ დაშორდნენ. ამის მიუხედავად უმამობა არ მიგრძნია, დედა ისე გვზრდიდა. როცა წამოვიზარდე სულ მინდოდა მამის ნახვა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მამა მენახა. ვიცოდი სადაც იყო, მაგრამ დედის გარეშე ვერ წავედი. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს რომ გარდაიცვალა. ვუთხარი დედას მე უნდა წავიდე-მეთქი. ავტობუსით წავედით, მანქანა არ მყავდა. ავტობუსში ვიღაც იყო ცუდად და ხუთ წუთში ერთხელ ჩერდებოდა. ისე მოხდა მამა გარდაცვლილიც ვერ ვნახე. დაშორების შემდეგ მამა კალაურში წავიდა საცხოვრებლად და გამოხედვა არ უნდოდა ქალაქისკენ. სამწუხაროდ ჩემთვის ეს დიდი ტრაგედიაა” - აღნიშნა ამონაშვილმა.