პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - შესაბამისი დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სრული კურსის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, ცენტრები კი თბილისის გარდა, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში იმუშავებენ. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეების სურვილის შემთხვევაში რეაბილიტაციის ცენტრებში ფსიქოლოგიური დახმარების მსურველთა ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.
როგორია ტრაგედიის ფსიქოლოგია, ამ კითხვებს "კვირის პალიტრასთან" ფსიქოლოგები - ნანა ჩაჩუა პასუხობს და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:
ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:
- პირველ რიგში, საჭიროა მომხდარის გაცნობიერება - როცა რაიმე ხდება, ამ მოვლენის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ადეკვატური. ფსიქოლოგმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: მე რა მევალება, რა შემიძლია გავაკეთო ახლა? ფსიქოლოგიაში სხვადასხვა მიმართულება და მეთოდია, მაგრამ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ამას გვთავაზობს, რომ დავინახოთ რა მოხდა და რა არის გასაკეთებელი.
ჩემი პრაქტიკიდან მაქვს უამრავი მაგალითი. ამბობენ, დრო მკურნალიაო. დრო მკურნალი კი არ არის, დრო არის ის, რაც მიგიყვანს ადეკვატურ, რეალურ ხედვამდე. დრო კი არ არის მკურნალი, დრო არის საჭირო ეტაპების გასავლელად.
როცა ჩემი მეუღლე საავადმყოფოში იწვა, ჩვენს საერთო მეგობარს გულიკო ჩაფიძისთვის უთქვამს, როგორმე გადაარჩინეთ, თორემ ისეთი ურთიერთობა აქვთ, ნანა მის სიკვდილს ვერ გადაიტანსო. როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე მარტო ვიყავი, შვილები არ იყვნენ ისეთი ასაკის, რომ ამ განსაცდელში დამხმარებოდნენ. როცა გამოვედი იმ ოთახიდან, სადაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მივედი ჩემს შვილთან და ვუთხარი: ლევან, მამა გარდაიცვალა. წინა კორპუსში ვიღაც გაასვენეს. წადი მათთან და ტახტი გადმოიტანე, რომ მამა დავასვენოთ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, იმდენად მშვიდად ვუთხარი. მე მოკლე პერიოდში გავიარე ზემოჩამოთვლილი საფეხურები. ეს იყო 90-იან წლებში. წყარო
ასევე ნახეთ:
„პოტენციური მკვლელი მშობლები არიან ესენი!“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
VIDEO: ღია ოკეანეში გასაბერ “უნიკორნში“ 4 წლის გოგო იპოვეს - წარმოუდგენელი შემთხვევა
„მკვლელობა საყინულეში...“ - სასტიკი დანაშაულების გაუხსნელი საქმეები, რომელმაც მსოფლიო შეძრა