რომელია ყველაზე მიმზიდველი და საყვარელი ზოდიაქოს ნიშანი

ქვები

იმისთვის, რომ ყველაზე ,,მომხიბვლელი და მომზიდველი” იყო, სულაც არ არის აუცილებელი საკუთარი ქცევის კარდინალურად შეცვლა. ,,საკმარისია სწორი ვარსკვლავის ქვეშ დაბადება”- ამბობენ ფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები. რომელია ყველაზე მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი?

ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია და გააჩნია რაღაც ,,განსაკუთრებული”, რაც როგორც წესი მიმზიდველს გვხდის და გამოგვყოფს დანარჩენებისგან. ამ ნიშნებს კი გააჩნიათ საკუთარი მკვეთრად გამოხატული მიზიდულობა, სილამაზე და ქარიზმა, რომელიც მათ ბუნებით ხვდათ წილად.

ლომი – ლომს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება იმისთვის, რომ მოხიბლოს ნებისმიერი ადამიანი. სამეფო პოზა, კეთილშობილური მანერები, კეთილგანწყობა გარშემომყოფების მიმართ, ოპტიმიზმი, რომელსაც ამ ნიშნის წარმომადგენლები ასხივებენ, გულგრილს არ ტოვებს არავის. ლომის ღიმილს კი არა ერთი დაუმარცხებია – ამ სიტყვის კარგი გაგებით!

თხის რქა – ქალი თხის რქა – ბუნებით ქალურია. იგივე ეხება მამაკაცებსაც, ისინი ძალიან მამაკაცურები და მიმზიდველები არიან. ურთიერთობებში ისინი ყოველთვის მონათესავე სულებს ეძებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ ცდილობენ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას და ბუნებრივად იქცევიან. შესაძლოა, სწორედ ეს კონცენტრირების უნარი და ღირსეული ქცევა აქცევს მათ უფრო მიმზიდველებად.

სასწორი – ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შესაძლოა არ გააჩნდეთ უზადო გემოვნება ან ჩაცმის სტილი, მაგრამ მათ დაბადებიდანვე მოსდევთ წარმოუდგენელი ქარიზმა და ძლიერი ენერგეტიკა, რომელიც გარშემო ყველას პოზიტივითა და სიკეთით მუხტავს.სასწორში საოცარი ჰარმონიულობით არის შერწყმული სულიერი და გარეგნული სილამაზე, სიკეთე და გულისხმიერება. და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აღვფრთოვანდეთ მათი სისოცხლის მოყვარულობით და ოპტიმიზმით, ეს კი ყოველთვის მიმზიდველი და აღმაფრთოვანებელია.

მშვილდოსანი – გრძელი ენისა და წინდაუხედავი საქციელის მიუხედავად, მშვილდოსანი მაინც მომხიბვლელი ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან მიამიტები, საყვარლები და ამავე დროს კეთილგანწყობილნი. მათ შეუძლიათ ადამიანებზე სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენა პირველსავე შეხვედრაზე, სულ რაღაც 5 წუთში.მშვილდოსნები იწვევენ აღფრთოვანებას და გინდა მიბაძო მათ ყველაფერში – ეს იქნება: ტანსაცმლის სტილი, ჩაცმის მანერა თუ საზოგადოებაში მოქცევის წესი!