„რომ ვუსმენ, გაოცებული ვარ, რამდენად შეკრული იყო ერი...“ - ბესო კალანდაძე 9 აპრილის ჰიტად ქცეულ სიმღერაზე

beso

ქართველი მომღერალი, ბას-გიტარისტი ბესო კალანდაძე ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც იმ სიმღერაზე ისაუბრა, რომელი სპეციალურად 9 აპრილისთვის დაიწერა.

„ყველამ გავითავისეთ ჩვენ ჩვენი ფუნქცია. ჯარისკაცები ჩვენ არ ვიყავით, რა იარაღიც გაგვაჩნდა ის გამოვიყენეთ – ეს ბრწყინვალე სიმღერა. 34 წელი გავიდა მას შემდეგ და რომ ვუსმენ, გაოცებული ვარ, რამდენად შეკრული იყო ერი“, – აცხადებს ბესო კალანდაძე.